ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელში ირაკლი კობახიძეს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ს წარმომადგენლობაში - საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ინტეგრაცია ევროანტალნტიკურ სივრცეში

ზოგადად, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის დროს პირველი ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამიტომაც მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი, სად იქნება პირველი ვიზიტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირში და ნატო-ს წარმომადგენლობაში ყველა ხელმძღვანელ პირს შეხვდება.
"სწორედ ეს იყო არჩევანი, პირველი ვიზიტი ყოფილიყო სიგნალი, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი. იცით, რომ ირაკლი კობახიძეს ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები ბრიუსელში, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ს წარმომადგენლობაში. ყველა ხელმძღვანელ პირს შეხვდება და ჩვენი გზავნილია, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ინტეგრაცია ევროანტალნტიკურ სივრცეში. ახლა მთავარი გადაწყვეტილებები არის ჩვენი პარტნიორების მხარეს, ევროკავშირი იქნება ეს თუ ნატო. იმედი გვაქვს, რომ ისინი ისეთივე გაბედული იქნებიან, როგორც საქართველო არის გაბედული უკვე ათწლეულებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.