შაიშმელაშვილი: თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები იცვლება

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნი,  ირაკლი შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი საგარეო საქმეთა მინისტრად გადაჰყავთ.

მისი ცნობით, ირაკლი ჩიქოვანის ამოცანა ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგება იქნება.

ამასთან, ირაკლი შაიშმელაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გურამ ზესაშვილი დაინიშნება.

მისი თქმით, თუ შსს-ს თანამშრომლები უარს იტყვიან მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და პროცესებში თავდაცვის ძალების ჩართვა იგეგმება.

საქოცეთში დიდი ამბები იგეგმება:

მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი – გადაჰყავთ საგარეო საქმეთა მინისტრად, სადაც მისი ამოცანა ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგება იქნება. 

შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გურამ ზესაშვილი (გეკას რეკომენდაციით), ინიშნება თავდაცვის მინისტრად. აქ კიდევ უფრო დიდი სტრატეგია აქვთ გათვლილი (კლიმენტი ვოროშილოვის მიხედვით), თუ შსს-ს თანამშრომლები უარს იტყვიან მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, გეგმავენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და პროცესებში თავდაცვის ძალების ჩართვას,” – წერს ირაკლი შაიშმელაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

ონისე ოქრიაშვილის მეუღლე – ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ