შათირიშვილი: ორბანმა სასტიკად წააგო, -ის ადმინისტრაციის გვერდში დგომა მას ხელისუფლების დათმობად დაუჯდა – დასანანია, რომ არ ეყო პოლიტიკური გამჭრიახობა, რათა ოლიგარქიული ოჯახების გეგმა მისთვის „უნგრულ ვატერლოოდ“ არ გადაქცეულიყო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართულ და არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შევთავაზე ანალიზი, თუ როგორ მესახებოდა პროცესების განვითარება და ასევე ვრცლად ვისაუბრე -ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის შესახებ, რაც რთულად, მაგრამ საბოლოოდ ამოიხსნა, რომ კონტრ პროდუქტიული შედეგისთვის იყო გამიზნული, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც უნგრეთის არჩევნების შედეგების შესახებ წერილს აქვეყნებს.
მისი განცხადებით, დასანანია, რომ ვიქტორ ორბანს არ ეყო პოლიტიკური გამჭრიახობა, “რათა ოლიგარქიული ოჯახების მიერ კარგად დაგეგმილი და საკმაოდ ნიჭიერი შემსრულებლის, ტრამპის მიერ თავსმოხვეული გეგმა მისთვის „უნგრულ ვატერლოოდ“ არ გადაქცეულიყო.”
ფილოსოფოსი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ არჩევნებში დამარცხებისთანავე, დონალდ ტრამპმა, ყოფილ მეგობრად მოიხსენია, პარალელურად კი, ახალი პრემიერი შეაქო და მასთან „პროდუქტიული თანამშრომლობა“ დააანონსა, რაც შათირიშვილის სწორედ გლობალური ომის პარტიის ხელწერად მიაჩნია, რომლისთვისაც არ არსებობს პოლიტიკაში მეგობრები და მოკავშირეები.
“ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც წერილში იყო აღწერილი – ორბანმა სასტიკად წააგო, რამეთუ გლობალურ პრობლემებსა და სკანდალებში გახვეული აშშ-ს ადმინისტრაციის გვერდში დგომა მას ხელისუფლების დათმობად დაუჯდა. ცხადია, სწორედ მსგავსი სცენარი იყო გათვლილი „დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე გლობალური ომის პარტიის მხრიდან და ძალიან დასანანია, რომ ორბანს არ ეყო პოლიტიკური და რაციონალური გამჭრიახობა, რათა ოლიგარქიული ოჯახების მიერ კარგად დაგეგმილი და საკმაოდ ნიჭიერი შემსრულებლის, ტრამპის მიერ თავსმოხვეული გეგმა მისთვის „უნგრულ ვატერლოოდ“ არ გადაქცეულიყო.
ის ფაქტი, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, თავისთავად კი მისთვის დავალებების მიმცემ ოლიგარქიულ ოჯახებს ორბანის თავიდან მოშორება ჰქონდათ განზრახული, არ დაუმალავს დონალდ ტრამპს. არჩევნებში დამარცხებისთანავე, მან ყოფილ მეგობრად მოიხსენია და ისეთი კმაყოფილებით ჩარეცხა, წარბიც კი არ შეუხრია. პარალელურად, ახალი პრემიერი შეაქო და მასთან „პროდუქტიული თანამშრომლობა“ დააანონსა. ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტიის ხელწერა, რომლისთვისაც არ არსებობს პოლიტიკაში მეგობრები და მოკავშირეები, არსებობენ მხოლოდ მორჩილი და დავალების შემსრულებელი მარიონეტები, ხოლო ურჩ მოთამაშეებს, რომლებიც „დიპ სტეიტის“ გეგმებს ვერ გაშიფრავენ და მათ ხაფანგებს ვერ გაუმკლავდებიან, სწორედ ორბანის მსგავსი ბედი ელოდებათ,” – წერს ზაზა შათირიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს