თამამად შემიძლია ვთქვა და პასუხი ვაგო საკუთარ სიტყვებზე, რომ დღეს თუ რომელიმე ქვეყანა არის სუვერენული და დამოუკიდებელი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, ერთ-ერთი სწორედ საქართველოა და ამიტომაც ვარ დარწმუნებული – ზეწოლა ჩვენს ქვეყანასა და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე კიდევ უფრო გაძლიერდება, – ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი წერს, რომელიც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ წერილს ავრცელებს.
შათირიშვილი დარწმუნებულია, რომ ზეწოლა საქართველოსა და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე კიდევ უფრო გაძლიერდება უნგრეთში ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციისა და “დიპ სტეიტისთვის” დაუმორჩილებელი ვიქტორ ორბანის მოცილების შემდეგ.
“ქართულ კონტექსტს და ჩვენს ქვეყანას რომ დავუბრუნდეთ – ცხადია, უნგრეთში ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციის და მათ მითითებებს დაუმორჩილებელი ორბანის მოცილების შემდეგ ოლიგარქიული ოჯახები საქართველოზე შეტევას გაორმაგებული ენერგიით გააგრძელებენ. თამამად შემიძლია ვთქვა და პასუხი ვაგო საკუთარ სიტყვებზე, რომ დღეს თუ რომელიმე ქვეყანა არის სუვერენული და დამოუკიდებელი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, ერთ-ერთი სწორედ საქართველოა და ამიტომაც ვარ დარწმუნებული – ზეწოლა ჩვენს ქვეყანასა და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე კიდევ უფრო გაძლიერდება,” – წერს შათირიშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმედის თვალით შეჰყურებს იმ პროცესებს, რომელიც დღეს სამართლებრივ სივრცეში მიმდინარეობს და რომელმაც, კრიმინალური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და მოღალატე, აგენტურული პოლიტიკოსების მკაცრი სამართლებრივი სასჯელი უნდა განაპირობოს.
“ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმედის თვალით შეჰყურებს იმ პროცესებს, რომელიც დღეს სამართლებრივ სივრცეში მიმდინარეობს და რომელმაც, ლოგიკური თვალსაზრისით – კრიმინალური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და მოღალატე, აგენტურული პოლიტიკოსების მკაცრი სამართლებრივი სასჯელი უნდა განაპირობოს. ცხადია, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია, რომ პასუხი აგებინოს დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ ხელისუფლების პირობებში, ხოლო შემდეგ ოპოზიციიდან არ ასვენებდა ამ ქვეყანას, ჰქონდა გადატრიალების არაერთი მცდელობა და ღიად, დაუფარავად ემსახურება „დიპ სტეიტის“ ინტერესებს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელად ფიქრობს, რომ ამ ბანდიტების განეიტრალებით ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს გამუდმებული ქაოსისგან, მაგრამ სამწუხაროდ, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ფუჭი იმედია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია.” – წერს შათირიშვილი.