“შაბათის ეთერის” ოპერატორს მძიმე დაზიანება თავის არეში აღენიშნება – გიორგი შეწირული და მაკა ჩიხლაძე კლინიკაში გადაჰყავთ

“ტვ პირველის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორს, გიორგი შეწირულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება – მას და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს ბესიკის ოთხ ნომერში “ქართული ოცნების” ტიტუშკები თავს დაესხნენ და ჯგუფურად გაუსწორდნენ.
ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნიღბიანი მამაკაცები მაკა ჩიხლაძეს ურტყამენ და ძირს აგდებენ.
კიდევ ერთ კადრებში კი წაქცეულ გიორგი შეწირულს ტიტუშკების ჯგუფი ფეხებს ურტყამს.
კადრებით დასტურდება, რომ ჯგუფური ანგარიშსწორების დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ