ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატი - რუსთაველზე დაკავებულ გიორგი ქინქლაძეს თვალის არეში ისეთი დაზიანება აქვს, მხედველობა უჭირს - დოკუმენტი, რომელიც მასთან ერთად შევადგინე, ვერ წაიკითხა

ადვოკატი - რუსთაველზე დაკავებულ გიორგი ქინქლაძეს თვალის არეში ისეთი დაზიანება აქვს, მხედველობა უჭირს - დოკუმენტი, რომელიც მასთან ერთად შევადგინე, ვერ წაიკითხა

ადვოკატ ლექსო არქანიას ინფორმაციით, დღეს დილით, რუსთაველზე დაკავებულ გიორგი ქინქლაძეს სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ქინქლაძის ადვოკატმა განაცხადა, დაკავებულს თვალის არეში ისეთი დაზიანება აქვს, მხედველობა უჭირს.
„სამწუხაროდ, მას სახის არეში ხილული დაზიანებები, ჭრილობები აღენიშნება. ასევე, აღენიშნებოდა ტანის არეში დაბეჟილობები. მარცხენა თვალზე მხედველობა დაქვეითებული აქვს, ფაქტობრივად, დოკუმენტი, რომელიც მასთან ერთად შევადგინე, ვერ წაიკითხა, იმ თვალიდან ვერ ხედავდა ნაწერს, როგორც მითხრა, პირველადი სამედიცინო დახმარება დროებითი მოთავსების იზოლატორში გაეწია. ის იმ დროს დააკავეს, როცა სამ მეგობართან ერთად სახლში მიდიოდა, რუსთაველის მეტროში ჩასვლამდე დააკავეს. მას ფიზიკურად დაკავების მომენტში გაუსწორდნენ, თავს ნიღბიანი ადამიანები დაესხნენ, ხელები გაუკავეს, ფეხებისა და მუხლების გამოყენებით სცემეს", - განაცხადა არქანიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.