ერთადერთი, ვისაც შეუძლია, რომირაკლი ღარიბაშვილის ციხის კარი ვადაზე ადრე გაუხსნას, არის ბიძინა ივანიშვილი, – ასე აფასებენ “ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ნანუკა თამაზაშვილის მიერ მეუღლისათვის საარქივო ფოტოებით დაბადების დღის მილოცვას.
ის ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მმართველობსი სტილს კარგად იცნობენ, განმარტავენ, რომ ექსპრემიერის მეუღლის აღნიშნული ნაბიჯი იმას ემსახურება, რომ რამენაირად საკუთარი მეუღლის შეწყალება დაიმსახუროს.
გია ხუხაშვილის თქმით, “ოცნება“ ეს არის მონოთეისტური რელიგია, სექტა და როდესაც რაიმე პრობლემა გაქვს, ლოცვა უნდა გააძლიერო და “ღმერთს უნდა სთხოვო პატიება ცოდვებისთვის.“
“ქართული ოცნება“ ეს ხომ არ არის პარტია, ეს არის მონოთეისტური რელიგია, სექტა, როგორც შეიძლება ითქვას, სადაც, როდესაც რაიმე პრობლემა გაქვს, ლოცვა უნდა გააძლიერო, ანუ ღმერთს უნდა სთხოვო პატიება ცოდვებისთვის. აი, კობახიძეს, რომ გაუჭირდა ცოტა ხნის წინ, ბრიფინგი ჩაატარა სპეციალური, რომ ლოცვა აღევლინა, მთელი ეს მანტრა იყო, 8-წუთიანი, მე მგონი, ასე მამაო ჩვენოსავით დაზეპირებული აქვთ და ამას იმეორებენ, რომ ღმერთი მოწყალეა, ასე ფიქრობს ნუნუკა თამაზაშვილი, მოწყალეა და შეუნდობს, თავის უძღებ შვილს, – ამბობს გია ხუხაშვილი.
ანი მიროტაძეც დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილის ციხიდან გამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოხდება და ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აწყობს მას ექსპრემიერისთავისუფლებაზე ყოფნა.
თუ ღარიბაშვილის ციხიდან გამოსვლა მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იქნება მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, და რამდენად აწყობს, ან სჭირდება ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილი გარეთ. პირველი – თუ ის ჩათვლის, რომ უკვე დასაჯა და საკმარისია, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, მან მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ასეთი სენსიტიური და გულის ამაჩუყებელი პოსტები გამოიყენოს ასფუძვლად. გამოდის ხოლმე გარეთ იფნორმაციები, რომ ღარიბაშვილის დაჭერით, ბევრმა მხარდამჭერმა შეიძლება თავი შეიკავოს “ქართული ოცნების“ ერთგულებისგან, ამიტომ, წინ ძალიან ბევრი პოლიტიკური გამოწვევა აქვს “ოცნებას“ მე თუ მკითავთ ურთულესი პერიოდი ელოდება , ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ღარიბაშვილის თავისუფლება დასჭირდეს, სწორედ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ რაღაცნაირი შეკოწიწება მოახერხოს, – განაცხადა ანი მიროტაძემ.




