“სხვისი აზრი გაახმოვანა” – ბერდია სიჭინავა ცოტნე ივანიშვილზე

პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა ცოტნე ივანიშვილის განცხადებას პასუხობს, რომელმაც პარლამენტში, ვერბალური და ფიზიკური დაპირისპირების დაწყებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდი დაადანაშაულა.

ბერდია სიჭინავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის შვილი ახალგაზრდა კაცია და მან მხოლოდ “სხვისი აზრი გაახმოვანა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ მოვა დრო, როდესაც ცოტნე ივანიშვილს “ნამდვილად შერცხვება იმ რეალობის, რა რეალობაშიც “ქართული ოცნება” ამყოფებს ქვეყანას”.

ცოტნე ივანიშვილი ახალგაზრდა კაცია და არ მგონია, რომ თავისი აზრი გამოთქვა ამ საქმესთან დაკავშირებით. მე მგონია, რომ სხვისი აზრი გაახმოვანა, სხვისი აზრი გააჟღერა, სხვა შემთხვევაში ბუნებრივია კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ უმძიმეს ჯგუფურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, თავდასხმას საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე და ძალადობას არ აქვს გამართლება, მაგრამ და ა.შ., პროვოკაცია და ა.შ., რასაც ცდილობს ახლა შემოასაღოს სახელისუფლებო გუნდი საზოგადოებას, რომელიც ძალიან კარგად ხვდება რა მძიმე კადრებს ადევნებდა თვალს და ძალიან სწორი სამართლებრივი შეფასება გააკეთა, მორალური შეფასებაც მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებიც “ოცნებას” უჭერენ მხარს და ამას ბუნებრივია სხვა რეაგირება არ შეიძლება ჰქონდეს , ან სხვა აზრი ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება არსებობდეს. 

ცოტნე ივანიშვილი ახალგაზრდა კაცია, მე დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავა დრო, როდესაც მას ნამდვილად შერცხვება იმ რეალობის, რა რეალობაშიც ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას ამყოფებს ამ ქვეყანას,” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“პირველების” მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:

  1. არჩილ გორდულაძე;
  2. ლაშა ტალახაძე;
  3. ლევან მაჭავარიანი;
  4. ⁠ირაკლი ხელაძე;
  5. ირაკლი კირცხალია;
  6. ⁠გენო პეტრიაშვილი;
  7. ⁠ვასილ ჩიგოგიძე;
  8. ⁠ზუკა რურუა;
  9. სავალან მირზოევი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას? (ვიდეო)