"ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება" | ბუდანოვი
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გამოცემა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმში ოკუპანტებზე თავდასხმები გაგრძელდება.
"[შარშან] ჩვენი ქვედანაყოფები არაერთხელ შევიდნენ ყირიმში; სპეცრაზმის აქტიური მოქმედებები მომავალშიც გაგრძელდება" - თქვა ბუდანოვმა
ბუდანოვის თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა, კერძოდ ყირიმზე საჰაერო თავდასხმებით და საიდუმლო სპეცოპერაციების ჩატარებით. მისივე თქმით, შესაბამისი მისიების ერთ-ერთი პრიორიტეტი დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე რუსეთის საოკუპაციო არმიის ლოჯისტიკის განადგურებაა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.