ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყირიმში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ნავთობის საცავი იწვის

ყირიმში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ნავთობის საცავი იწვის

ყირიმში, დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაში, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ ნავთობის საცავი იწვის. რუსული „ტელეგრამ“ არხები წერენ, რომ ხანძრის წინ მოსახლეობამ აფეთქებების ხმა გაიგო.
ხანძრის შესახებ ინფორმაცია საოკუპაციო ხელისუფლებამაც დაადასტურა.
„ფეოდოსიაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მუშაობს. მსხვერპლი და დაშავებულები არ არის არიან. ვიცე-პრემიერი იგორ მიხაილიჩენკო ფეოდოსიაში გაემგზავრა“, - წერს ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელის მრჩეველი, იგორ კრიუჩკოვი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის ტერიტორიასა და ყირიმში წუხელ 21 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
„21 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, თორმეტი უპილოტო საფრენი აპარატი ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი -კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და თითო უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის, ბრიანსკის და ვორონეჟის ოლქების ტერიტორიებზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.