არქივი4 ოქტომბერი, 2024, 08:10
რუსეთის ვორონეჟის ოლქში დრონით თავდასხმის გამო ნავთობის საცავი იწვის

რუსეთის ვორონეჟის ოლქში წუხელ ნავთობის საცავზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული მედიის „ტელეგრამ“ არხები და ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ავრცელებენ.
გუსევის თქმით, ვორონეჟის ოლქის ანინსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატები მოიგერიეს. ერთ-ერთი მათგანი ნავთობბაზის ტერიტორიაზე დაეცა.
„ცარიელ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები“, - აღნიშნა გუბერნატორმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.