ოთარ ზურაბიშვილი – ყველა ვართ მოწმე, ვინ იყო ევროპის გზაზე, ვინ არ იყო და ვინ ცდილობდა ამ გზაზე საქართველოს შეჩერებას – პრეზიდენტი რატომ არ იყო ტრიბუნაზე? – ეს არის ევროპული პრინციპების საწინააღმდეგო

თუ დღეს აქ ვართ, მთავარი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, საზოგადოებამ და პრეზიდენტის ინსტიტუტმა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, ს ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ს თქმით, თავისუფლების მოედანზე, კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრეზიდენტისთვის ტრიბუნის არ დათმობა ევროპული პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო.
„არ დავივიწყოთ, რა მოხდა ამ გასული წლის მანძილზე. ყველა ვართ ამის მოწმე ვინ იყო ევროპის გზაზე, ვინ არ იყო ევროპის გზაზე და ვინ ცდილობდა საქართველოს შეჩერებას ამ გზაზე. ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ უცნაური ფოკუსია, არის თავისუფალი დაფა, რომელზეც არაფერი აღარ წერია. ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ დავწერეთ ამ დაფაზე და დღეს ერთბაშად იშლება. აღარ გვახსოვს არც რუსული კანონი, არც ახალგაზრდების გამოსვლა. თუ დღეს აქ ვართ, მთავარი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, საზოგადოებამ და პრეზიდენტის ინსტიტუტმა. პრეზიდენტი რატომ არ იყო ტრიბუნაზე? – ეს არის ევროპული პრინციპების საწინააღმდეგო. ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება. თუ კარგად წავიკითხეთ, რა წერია რეკომენდაციებში, უნდა იყოს გამაგრებული ინსტიტუტი“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, სად უფრო ეფექტური იქნება ზურაბიშვილის საქმიანობა – პრეზიდენტის პოსტზე, თუ გადადგომისა და საარჩევნო მარათონში ჩართვის შემთხვევაში, ოთარ ზურაბიშვილი პასუხობს, რომ მთავარი რეკომენდაციების შესრულებაა.
„ამ შეკითხვებზე თვითონ გასცა პასუხი. მისი პასუხი იყო, რომ მთავარია შევასრულოთ ევროკავშირის რეკომენდაციები. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის გარანტი, რომ იქნება თანასწორი არჩევნები, რომ ყველა შეძლებს ხმის მიცემას, სადაც არ უნდა იყოს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღს მინიმუმ 800 ათასი ქართველი უცხოეთშია. მათ უნდა ჰქონდეთ შანსი, რომ ხმა მისცემ. თუ არ არის წესიერად წაყვანილი არჩევნები ევროპამდე ვერ მივალთ“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.