ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“ - ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მსვლელობით მივიდნენ

„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“ - ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მსვლელობით მივიდნენ

„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი" ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები თბილისის მერიიდან საზოგადოებრივ მაუწყებელთან მსვლელობით მივიდნენ.
აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი, სათაურით - „ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი". ასევე სკანდირებენ -"ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი".
საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობას მსახიობები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და მოქალაქეები იღებენ.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. ასევე, ითხოვენ ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.