„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“ – ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები იუსტიციის სახლიდან საზოგადოებრივ მაუწყებლამდე მსვლელობას მართავენ

„ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“- ამ ლოზუნგით თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები იუსტიციის სახლიდან, საზოგადოებრივ მაუწყებლამდე მსვლელობას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მსვლელობის დროს პოლიციის შენობებთან გაჩერდებიან და მათ მთავარ მოვალეობას შეახსენებენ, რომ მათი პასუხისმგებლობაა დაიცვან ადამიანის უფლებები და ძალადობა აღკვეთონ.
აქციის მონაწილეებს ასევე გაშლილი აქვთ შემდეგი შინაარსის ბანერი: „ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი“.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს. ასევე, ითხოვენ ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას.
აქციის მონაწილეთა მსვლელობის პარალელურად, მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…