არქივი14 მაისი, 2026, 13:11
ყველა ხელაიფის მსგავსი ვერ იქნება - "არსენალის" თანამშრომლები კლუბის სიწუწკემ გააღიზიანა
30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "არსენალი" პსჟ-ს დაუპირისპირდება.
გასული წლის მსგავსად, პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი კლუბის ყველა თანამშრომლის ფრენისა და მატჩზე დასასწრებ ხარჯებს დაფარავს. აი, "არსენალში" კი სიტუაცია სხვაგვარია.
TeleFootball-ის ინფორმაციით, "არსენალის" თანამშრომლებს ფინალზე დასასწრებად 859 ევროს გადახდა მოუწევთ, რის გამოც ისინი იმედგაცრუებულები არიან.
შეგახსენებთ, "მეთოფეებმა" ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2006 წელს ითამაშეს და ქალაქ პარიზში, "ბარსელონასთან", დრამატულ მატჩში 1:2 დამარცხდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.