ყველა მუხლი შერჩეულია იმგვარად, რომ არ დაემუქროს საფრთხე საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ის რისკები, რომლებიც ამნისტიის შემდგომ შეიძლება არსებობდეს, იყოს მინიმუმამდე დაყვანილი
ყველა მუხლი შერჩეულია იმგვარად, რომ არ დაემუქროს საფრთხე საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ის რისკები, რომლებიც ამნისტიის შემდგომ შეიძლება არსებობდეს, იყოს მინიმუმამდე დაყვანილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტში მუხლები იმგვარად არის შერჩეული, რომ საზოგადოებრივ მართლწესრიგს საფრთხე არ დაემუქროს.
„საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კანონპროექტს ოპოზიციის ნაკლებად დესტრუქციულმა ნაწილმა – „გირჩმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმაც“ დაუჭირეს მხარი და გარკვეულწილად მულტიპარტიული მხარდაჭერა გამოვიდა. თავისთავად ვემხრობით ამნისტიის აუცილებლობას და განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ყველა მუხლი შერჩეულია იმგვარად, რომ არ დაემუქროს საფრთხე საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ის რისკები, რომლებიც ამნისტიის შემდგომ შეიძლება არსებობდეს, იყოს მინიმუმამდე დაყვანილი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
Previous: ამორალურია ივაჭრო ამნისტიის თემით და ციხეში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებთან გაურკვეველ გარიგებაში შეხვიდე, აღნიშნული სრულიად ცდება ამნისტიის კეთილშობილურ მიზნებს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.