ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო წილოსანი “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტზე: ყველა მუხლი შერჩეულია იმგვარად, რომ არ დაემუქროს საფრთხე საზოგადოებრივ მართლწესრიგს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, კანონპროექტში მუხლები იმგვარად არის შერჩეული, რომ საზოგადოებრივ მართლწესრიგს საფრთხე არ დაემუქროს.
“საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კანონპროექტს ოპოზიციის ნაკლებად დესტრუქციულმა ნაწილმა – “გირჩმა” და “ევროპელმა სოციალისტებმაც” დაუჭირეს მხარი და გარკვეულწილად მულტიპარტიული მხარდაჭერა გამოვიდა. თავისთავად ვემხრობით ამნისტიის აუცილებლობას და განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ყველა მუხლი შერჩეულია იმგვარად, რომ არ დაემუქროს საფრთხე საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ის რისკები, რომლებიც ამნისტიის შემდგომ შეიძლება არსებობდეს, იყოს მინიმუმამდე დაყვანილი,” – განაცხადა ნინო წილოსანმა.
პარლამენტმა “მნისტიის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით 19 ივლისის პლენარულ სხდომაზე მიიღო. ინიციატივას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.