ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ყველა მანქანა ჯარიმდება, არა მხოლოდ რუსული და ჩვენი მეზობელი ქვეყნების, არამედ არამეზობლისაც" - ვახტანგ გომელაური

„ყველა მანქანა ჯარიმდება, არა მხოლოდ რუსული და ჩვენი მეზობელი ქვეყნების, არამედ არამეზობლისაც" - ვახტანგ გომელაური
შს მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რუსული მანქანები ისევე ჯარიმდებიან, როგორც სხვები.
ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატებმა გომელაურს ჰკითხეს - რატომ არ ჯარიმდებიან რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანები.
მინისტრმა ის პროცესი განმარტა, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნიანი მანქანები ჯარიმდებიან.
„ყველა მანქანა ჯარიმდება, არა მხოლოდ რუსული და ჩვენი მეზობელი ქვეყნების, არამედ არამეზობლისაც. აქამდე არ ჯარიმდებოდა, მართლა ასე იყო, მაგრამ უკვე დიდი ხანია, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, პროგრამა დაიწერა, და ახლა ჯარიმდებიან. ახლა მივიღეთ კანონი ასევე - თუკი დაჯარიმებული მანქანა გავა, ჯარიმის გადახდამდე ქვეყანაში ვერ შემოვა. უფლება არ გვაქვს ადამიანი 100-ლარიანი ჯარიმის გამო საზღვარზე დავაკავოთ, თუმცა როცა უკან შემოდის, უფლება გვაქვს ეს ადამიანები საზღვარზე არ შემოვუშვათ. ამიტომ იძულებული ხდებიან გადაიხადონ. აქამდე საერთოდ არ ჯარიმდებოდნენ“, - თქვა გომელაურმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.