ამ ურთულეს პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილმა არა მხოლოდ ომში ჩართვას გადაარჩინა ჩვენი სამშობლო, არამედ შეძლო, 3 წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკა გაეორმაგებინა – სოზარ სუბარი

გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირველად განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
“პირველ რიგში, ოპოზიციის ჟივილ-ხივილზე გავაკეთებ პატარა რეპლიკას – მათ კიდევ დიდხანს მოუწევთ კომენტატორების როლში ყოფნა თემაზე, თუ რატომ ხდება ესა თუ ის გადაადგილება მმართველ გუნდში. თვითონ ვეღარასდროს ეღირსებიან ქვეყნის სათავეში მოსვლას და მოუწევთ, რომ კომენტატორის როლს დასჯერდნენ.
ზოგადად, მმართველ გუნდში თანამდებობრივი გადაადგილებები ჩვეულებრივი პროცესია. ირაკლი ღარიბაშვილი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირველად განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. იგი, საბოლოო ჯამში, 5 წელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 1 წელი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, 2 წელი კი – თავდაცვის მინისტრი. ურთულეს პერიოდებში იმუშავა ურთულეს პოსტებზე, ყველგან თავისი კაცური სიტყვა თქვა და თავისი კვალი დააჩნია ქვეყნის წინსვლას.
სწორედ მისი ხელმძღვანელობით, მისი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებები. მეორე ვადით პრემიერობის დროს კი, ეს ყველაფერი დააგვირგვინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით,” – განაცხადა სუბარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი როლი ითამაშა.
“ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი მთავარი მიმართულებაა, თუმცა, ამის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ურთიერთობების დივერსიფიკაცია როგორც მეზობელ, ისე უფრო შორეულ ქვეყნებთან. არაბული ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი ის მიმართულებაა, რომლებთან ურთიერთობის ინტესიფიკაცია დიდ როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკის სწრაფ ზრდაში. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩინეთთან დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ჩინეთი, როგორც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყანა, დიდ როლს თამაშობს როგორც არაღიარების პოლიტიკის წარმატებაში, ისე, მომავალში, დარწმუნებული ვარ, სერიოზულ როლს შეასრულებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეშიც,” – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მანვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველომ, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით შუამავლის როლი იკისრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებში.
“ცალკე უნდა აღინიშნოს შუამავლის ის მნიშვნელოვანი როლი, რაც საქართველომ და პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა იტვირთა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში.
2022-23 წლები, ში ს შეჭრის პერიოდი, უმძიმესი დრო იყო (და დღესაც არის) საქართველოსთვისაც. ჩვენზე იყო უზარმაზარი ზეწოლა, რომ საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ. ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან მტკიცე და პატრიოტულმა პოზიციამ განსაკუთრებული როლი ითამაშა, რომ საქართველოს ამ ზეწოლისთვის გაეძლო. პირდაპირ ვიტყვი – ომის დაწყების მეორე დღეს, 25 თებერვალს მის მიერ ნათქვამმა ოთხმა სიტყვამ, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა, საქართველო გადაარჩინა ომს. ამ 4 სიტყვისთვის მას წარმოუდგენელი შეურაცხყოფებისა და თავდასხმების ატანა მოუხდა, მაგრამ ქვეყანა გადარჩა და ამ სიმტკიცისთვის მას მადლობა ეკუთვნის საქართველოს თითოეული მოქალაქისგან, ყველასგან, ვისაც უყვარს საქართველო და ვინც არ არის უცხო ქვეყნის აგენტი.
უფრო მეტიც, ამ ურთულეს პერიოდში, მან არა მხოლოდ ომში ჩართვას გადაარჩინა ჩვენი სამშობლო, არამედ შეძლო, სამი წლის განმავლობაში, გაეორმაგებინა ქვეყნის ეკონომიკა და დღეს ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოში. ზრდის ამ ტემპით საქართველო განვითარებადი ქვეყნის სტატუსიდან მალე გადავა განვითარებული ქვეყნების ლიგაში, რაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეც აისახება,” – განაცხადა სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ

დავალებებით მუშაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი, დამნაშავეობა და გარყვნილება არის „ნაცების“ მთავარი მახასიათებელი, მხოლოდ მათ ტვინში შეიძლება მოიხარშოს ასეთი ამაზრზენი დანაშაული