ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინელ ხალხს — ზელენსკი

„ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინის ხალხს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მას ჰკითხეს, განიხილება მხოლოდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე -ის მფლობელობის საკითხი თუ სხვა ენერგო ინფრასტრუქტურისაც.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში არსებული ატომური ელექტროსადგურები არის სახელმწიფო და არა კერძო საკუთრებაში.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარი მხოლოდ ზაპოროჟიეს შეეხო — რომელიც ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, თუმცა უკრაინელები ამუშავებენ.
„არ ვიცი, რუსებთან თუ განიხილეს ეს საკითხი. პრეზიდენტმა ტრამპმა მკითხა, რას ვფიქრობ სადგურზე და ვუთხარი, რომ თუ უკრაინელების არ იქნება, ვერავისთვის იმუშავებს. ეს არალეგალურია. თუ ამერიკელები ფიქრობენ გამოსავალზე და უნდათ სადგურის წამოღება რუსებისგან, უნდათ იქ ინვესტირება და მისი მოდერნიზება, ეს სულ სხვა საკითხია. ჩვენ ღია ვართ ამის განსახილველად, მაგრამ საკუთრების საკითხზე ნამდვილად არ გვიმსჯელია პრეზიდენტ ტრამპთან“, — განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა ტრამპმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილა უკრაინის ელექტრომომარაგებისა და ატომური ელექტროსადგურების საკითხები. მისი თქმით, შეერთებული შტატები შეიძლება, ძალიან დაეხმაროს ამ ქარხნების მართვაში თავისი ელექტროენერგიითა და პრაქტიკული გამოცდილებით.
„ამ სადგურების ამერიკული მფლობელობა იქნება საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება