ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი რჩება ერთადერთ აქტორად, რომელიც ამ ომს აჭიანურებს და მასხრად იგდებს, როგორც ჩვენს ხალხს, ასევე მსოფლიო საზოგადოებას

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი რჩება ერთადერთ აქტორად, რომელიც ამ ომს აჭიანურებს და მასხრად იგდებს, როგორც ჩვენს ხალხს, ასევე მსოფლიო საზოგადოებას

რუსეთი რჩება ერთადერთ აქტორად, რომელიც აჭიანურებს ამ ომს და მასხრად იგდებს, როგორც ჩვენს ხალხს, ასევე გლობალურ საზოგადოებას. იმისთვის, რომ რუსეთს მშვიდობისკენ ვუბიძგოთ, გვჭირდება ძლიერი ნაბიჯები და ძლიერი ქმედებები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და ამერიკის გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
„გუშინ შედგა შეხვედრა აშშ-ს გუნდთან. დღეს აშშ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ომის გუნდთან, ანუ რუსეთის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ უკრაინისა და ამერიკის გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მალე ველოდები ახალ მოხსენებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველა ძლიერ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია დიპლომატია უფრო ეფექტური გახადოს.
„გვჭირდება მოძრაობა რეალური მშვიდობისკენ - გარანტირებული უსაფრთხოებისკენ და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება - უკრაინაში, ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში - ყველას, ვისაც სურს სტაბილურობა საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა ძლიერ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია დიპლომატია უფრო ეფექტური გახადოს და ეს ნიშნავს ზეწოლას, რათა რუსეთს ომის დასრულება ვაიძულოთ. ეს ნიშნავს სანქციებს. ეს ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერას. ეს ნიშნავს საერთაშორისო კოორდინაციას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.