“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გზა გავხსნათ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რაც იქნება მდგრადი მშვიდობის წინაპირობა” – ბრიტანეთი და გერმანია ისრაელისა და „ჰამასის” ომში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ

დიდი ბრიტანეთი და გერმანია ისრაელისა და „ჰამასის” ომში მდგრად ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის ერთობლივ სტატიაშია ნათქვამი.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გზა გავხსნათ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რაც იქნება მდგრადი მშვიდობის წინაპირობა. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი. საჭიროება გადაუდებელია”, – წერს ორი მინისტრი ერთობლივად გამოქვეყნებულ სტატიაში. თუმცა, სტატიაში დევიდ ქემერონიც და ანალენა ბერბოკიც აღნიშნავენ, რომ დიდი და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტას არ ითხოვენ, რადგან ისრაელი იძულებულია თავი დაიცვას.
„ჰამასი” ბარბაროსულად დაესხა თავს ისრაელს და დღესაც ახორციელებენ თავდასხმებს ისრაელის მოქალაქეების მოსაკლავად. „ჰამასმა” უნდა დაყაროს იარაღი. ღაზაში „ჰამასის” ხელისუფლებაში დატოვება იქნება მუდმივი დაბრკოლება ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გზაზე”, – ამბობენ ლიდერები.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის

რატომ გამოუშვით სააკაშვილი არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით