დევიდ კემერონი და ანალენა ბერბოკი – ღაზაში ცეცხლის მდგრადი შეწყვეტისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

ბრიტანეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, დევიდ კემერონი და ანალენა ბერბოკი ღაზაში ცეცხლის მდგრადი შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გზა გავხსნათ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რაც გამოიწვევს მდგრად მშვიდობას. რაც უფრო მალე მოვა, მით უკეთესი – სასწრაფო საჭიროება არსებობს“, – აღნიშნულია საგარეო მინისტრების ერთობლივ სტატიაში.
ამასთან, ბრიტანეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები მხარს არ უჭერენ ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას, რადგან, მათი შეფასებით, ეს „უგულებელყოფს იმას, თუ რატომ არის ისრაელი იძულებული, დაიცვას თავი“.
„ჰამასმა“ ბარბაროსულად შეუტია ისრაელს და დღესაც ისვრის რაკეტებს ისრაელის მოქალაქეების დასახოცად. „ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს“, – აცხადებენ ისინი.
საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ღაზაში „ჰამასის“ ხელისუფლებაში დატოვება კონფლიქტის, ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის პრინციპზე, მოგვარების გზაზე მუდმივი დაბრკოლება იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა რეზოლუციაში – ამის დიაგნოზია ის, რომ თავიანთი უნიათობით, არასწორი პოლიტიკით ეკლესიისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს