ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყველამ კარგად ნახა თინა ხიდაშელის პასუხი, როდესაც ის საუბრობდა იმ ჩინურ კომპანიებზე, რომლებიც შავ სიაში არიან - თეონა აქუბარდია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელისადმი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს ოპოზიციაში ეხმაურებიან.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, სამოქალაქო სექტორის განცხადებები გამჭვირვალეა.
"თინა ხიდაშელს ჰქონდა განცხადება ამასთან დაკავშირებით და დაფინანსება სამოქალაქო სექტორის რომ გამჭვირვალეა, სწორედ ამიტომ არის ცნობილი ეს ბატონი შალვა პაპუაშვილისთვის. ყველამ ძალიან კარგად ნახა თინა ხიდაშელის პასუხი, როდესაც ის საუბრობდა იმ ჩინურ კომპანიებზე, რომლებიც არიან შავ სიაში," - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს - მისი შეფასებით, ქვეყანა ახლა ევროინტეგრაციაზე უნდა კონცენტრირდეს და არა ჩინური კომუნისტური პარტიის გამოცდილების იმპორტზე.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ხიდაშელის ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" "ტაივანის მხრიდან ფინანსდება და ის ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ცდილობს."

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.