პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ყველაზე მეტად იმ ახალგაზრდების ბედი გვაღელვებს, ვინც დაპატიმრებული, ნაცემები და ნაწამები არიან" - "სუპერი"

"ყველაზე მეტად იმ ახალგაზრდების ბედი გვაღელვებს, ვინც დაპატიმრებული, ნაცემები და ნაწამები არიან" - "სუპერი"

კომპანიის "სუპერი" დამფუძნებელი, ივა ხაზარაძე BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ აცხადებს, რომ მათი მოთხოვნა - გათავისუფლდნენ უდანაშაულოდ დაკავებული მოქალაქეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება მალე გამოვიდეს კრიზისიდან.
„ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია ეს ორი პუნქტი იმისათვის, რომ სახელმწიფო კრიზისიდან მალე გამოვიდეს. თუმცა ყველაზე მეტად იმ ახალგაზრდების ბედი გვაღელვებს, ვინც ასე არიან დაპატიმრებული, ნაცემები და ნაწამები“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ინფორმაციისთვის, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. განცხადებას, ქართველი ხალხის პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციები მე-19 დღეა უწყვეტად დედაქალაქში, რეგიონებსა თუ საზღვარგარეთ იმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.