ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რაზე ბრაზდებიან ყველაზე მეტად “ქოცები” - ლადო სადღობელაშვილის განმარტება

რაზე ბრაზდებიან ყველაზე მეტად “ქოცები” - ლადო სადღობელაშვილის განმარტება

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ რაზე ღიზიანდებიან “ქოცები” ყველაზე მეტად.

“იცით რაზე ბრაზდებიან ყველაზე მეტად ქოცები ❓კეთროვანებად გადაქცევას დარდობენ… მართლა განიცდიან… სტკივათ.
– ეს ამხელა ფული, ძალაუფლება, გავლენა და პროვინციალური პეროგაყრილობა შერჩათ ოხრად❗️ხალისი აღარ აქვთ…

– მთელი საქართველო გაერთობა ახალ წელს, მთელი თბილისი მოილხენს, ყველა ჩაეხუტება ერთმანეთს, მიულოცავენ და დაილოცებიან…დიდიც და პატარაც, ქართველიც და უცხოელიც…
ერთადერთი ვისაც ყალბი ღიმილიც კი არ დაეტყობა იქნებიან კოლექტიული ქოცები❗️

– ვიწრო გარემოში, მდიდრულ სუფრებზე, დასავლური ნობათით გადაჭედილ მაგიდაზე, მოოქროვილი დანა-ჩანგლებით მაგრამ მარტო, ეულად, მარგინალურად, მეგობრების და ახალგაზრდების გარეშე (მეგობრები და ახალგაზრდები რუსთაველზე იქნებიან) ისხდებია მრავალსართულიან და ოთახიან სახლებში, ექნებათ ჩართული ტვ “ნადეჟდა” და ეწ სამთავრობო მილოცვების შემდეგ დრუჟნად ჩაუჯდებიან რომელიმე კომუნისტურ ფილმს.

მაგალითად “მასკვა სლიზამ ნე ვერიტ”-ს ან “სლიოხკიმ პარამს” და მერე გულგახეთქილები მაგრამ ფრანგული შამპანით მაძღრები შეეცდებიან ტკბილად ჩაძინებას თუმცა აქაც არ გაუმართლებთ! ქუჩაში ხალხის, გაერთიანებული ერის ხმაური შეაწუხებთ.
– ერთის მეშინია, ერთს ვშიშობ, ბოღმისგან და შურისგან არ გასკდნენ ეგ უსამშობლო ორჯონიკიძეს სულიერი შთამომავლობა.”- წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.