„ყველაზე ბედნიერი ზღაპრის დასაწყისი ახლა იწყება“ – წყვილი სოხუმიდან და გულშემატკივრების რეაქცია ერთად დანახვაზე

40 წლის შემდეგ ნაპოვნი სიყვარულის ემოციური გაგრძელება. ემზარ ჯღარკავამ ნინო კვარაცხელიას ამერიკაში ჩააკითხა.
ქართველი ემიგრანტი, წარმოშობით სოხუმელი ნინო კვარაცხელია, წლებია შტატებში ცხოვრობს. მისი საყვარელი კაცი, ემზარ ჯღარკავა კი, მარტვილიდანაა. წყვილი ამ დრომდე სოციალური ქსელით კონტაქტობდა.
ემზარი აბედათიდან ნინოსთან ნიუ იორკში ჩავიდა.
„მოვიდა ჩემი ბიჭი, ისევე, როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა ,,ნინო, მე მოვედი” მომკიდა ხელი და გავუყევით ჩვენი ცხოვრების გზას”, – წერს ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
„ისე გამიხარდა, ცრემლები ვერ შევიკავე…“
„გენაცვალეთ თქვენ. ულევ ბედნიერებას გისურვებთ, იხარეთ სიყვარულში“
„გილოცავთ,შეგეწიოთ წმინდა გიორგის მადლი ფეისზეე შემოვედი და დილიდან პოზიტიურ გამწყობაზე დამაყენეთ,სიხარულის ცრემლები მომდის“
„ყველაზე ბედნიერი ზღაპრის დასაწყისი ახლა იწყება“,წერენ კომენტარებში.
რატომ ეშვება მთავარანგელოზი მიქაელი ჯოჯოხეთში 21 ნოემბრის ღამეს და როგორ იხსნის ცოდვილთა სულებს

ასევე დაგაინტერესებთ