რუსეთში მეტადონით 20-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა – არის მსხვერპლიც

რუსეთში, ასტრახანში 20-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს ჰოსპიტალში მეტადონის გამოყენების გამო. მსხვერპლთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან. შემთხვევის შედეგად 29 წლის ბიჭი და ორი გო­გო­ დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდებს, შესაძლოა, სჯეროდათ რომ იღებდნენ მეფედრონს, ამიტომ არ გამოთვალეს დოზა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. როგორც აღმოჩნდა, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ნარკოტიკი, სავარაუდოდ, ყირგიზეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის სამმა მოქალაქემ გაავრცელა.
სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მუხლით არის აღძრული.
ასევე ნახეთ:
„ხვალ იყავით ფრთხილად, აკონტროლეთ ემოცია“ – ასტროლოგების გაფრთხილება მომდევნო სამი დღის მანძილზე
„ყველაზე ბედნიერი ზღაპრის დასაწყისი ახლა იწყება“ – წყვილი სოხუმიდან და გულშემატკივრების რეაქცია ერთად დანახვაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ნაცვლიშვილი – 2012 წელს რევოლუციური ცვლილება იყო, მაგრამ სისტემის ცვლილება იმ ფორმით, რა მოლოდინიც არსებობდა, არ მომხდარა – „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ჩამოეყალიბებინა მონოლითური პარტია, სადაც პოლიტიკოსები აღარ არიან

გიორგი ებრალიძე: ბატონო “მავანნო” რა კრიტერიუმების საფუძველზე გათავსუფლდა თანამდებობიდან, ტელე ხელოვნებისა და მასმედიის კოლეჯის დირექტორი ზურაბ ოშხნელი? ეჭვი მაქვს რომ ვერ მიპასუხებთ “მავანნო” ამიტომ ჩემ აზრს მოგახსენებთ