არქივი2 ნოემბერი, 2025, 19:23
ყვარელში პირმა 2 დღეში 2 ძაღლი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა – პროკურატურა

ყვარელში ორი ძაღლის მოკვლის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა 2 დღეში, 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს, ორი ძაღლი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია – 2 ეპიზოდი), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აცხადებენ პროკურატურაში.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.