არქივი2 ნოემბერი, 2025, 17:55
ყვარელში, ორ დღეში ორი ძაღლი „განსაკუთრებული სისასტიკით“ მოკლეს

ყვარელში, ორ დღეში ორი ძაღლი მოკლეს. „განსაკუთრებული სისასტიკით“, - აცხადებენ პროკურატურაში.
შემთხვევა 31 ოქტომბერსა და პირველ ნოემბერს მოხდა. ბრალდებული დაკავებულია.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია - 2 ეპიზოდი), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ფორუმი
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.