ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყვარელში ავარიას ქალი პოლიციელი ემსხვერპლა

36
ყვარელში ავარიას 52 წლის ქალი პოლიციელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
ავარია ცოტა ხნის წინ მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი იჯდა. ქალი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა კონტროლი დაკარგა, რამაც შეჯახება გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.