ქალაქ ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი, 52 წლის პოლიციელი, ინგა ყაველაშვილია

ქალაქ ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი, 52 წლის პოლიციელი, ინგა ყაველაშვილია
დაღუპული წარმოშობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენიდან იყო და ყვარლის პოლიციაში მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის დროს, სატვირთო ავტომობილმა მართვა დაკარგა, მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი იმყოფებოდა.
მიღებული დაზიანებების შედეგად, ყაველაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
 ინგა ყაველაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:
დღეს ჩემი მზე-ადამიანი ჩაქრა…
ეს ქალი საოცრებებს აკეთებდა, მომაკვდავი, გაძვალტყავებული ძაღლები მიჰყავდა სახლში და აჯანმრთელებდა, გზაზე დაყრილებს ყოველდღე კვებავდა. გაოგნებული ვარ, ამხელა მადლი ნუთუ ასე უნდა დაკარგულიყო.
გავნადგურდი

ასევე დაგაინტერესებთ

“უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილის პატრონები, თუ წყალი დგას ქუჩაზე, უნდა გააჩეროთ მანქანა და იფიქროთ თავის გადარჩენაზე – წყლის დონე შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს ავტომობილით გადაადგილებისას”

ზვიად კვარაცხელია: ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის…