ყაზახეთში ნაზარბაევის ყოფილ რძალს კოლონიაში 12 წლით პატიმრობა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯეს

ყაზახეთის სასამართლომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, ძმისშვილის ყოფილ მეუღლეს, გულმირა სატიბალდის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით. როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყება, იგი დამნაშავედ ცნეს გამოძალვაში, თვითნებობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
განაჩენის თანახმად, 2019 წელს გულმირა სატიბალდიმ თავისი ბიზნესპარტნიორი 10 მილიონი დოლარის გაფლანგვაში დაადანაშაულა, დაცვა მიუჩინა, ტელეფონები წაართვა და 165 დღის განმავლობაში სახლში ჰყავდა დამწყვდეული. ამ დროის განმავლობაში, იგი დაეპატრონა დაზარალებულის ფულსა და ქონებას და აიძულა იგი, ხელახლა გადაეცა საკუთრების უფლებები და კომპანიის აქციები მასთან დაკავშირებულ ადამიანებზე. რადიო თავისუფლების ყაზახეთის სამსახურის ცნობით, გულმირა სატიბალდიმ დანაშაული არ აღიარა.
გასული წლის მაისში, სატიბალდი დამნაშავედ ცნეს თვითნებობისა და გატაცების სხვა შემთხვევაში. იმავე წლის ივნისში, მას ბრალი წაუყენეს სხვისი ქონების გაფლანგვასა და მითვისებაში. სასჯელის ჯამური, 12-წლიანი ვადა, სხვა ბრალდებებზე არსებული სასჯელის ნაწილობრივი დამატებით იქნა მიღებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ