ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყაზახეთის უკრაინასთან კასპიის მილსადენის კონსორციუმზე თავდასხმის ფაქტს განიხილავს

ყაზახეთის უკრაინასთან კასპიის მილსადენის კონსორციუმზე თავდასხმის ფაქტს განიხილავს

ყაზახეთის ხელისუფლება უკრაინასთან განიხილავს კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ნავთობის სატუმბი სადგურზე თავდასხმას, - განუცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკან რახმეტულინმა Informburo-ს.
„ბუნებრივია, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, ვისაუბრებთ, იქნება შეხვედრები. კონტაქტები აუცილებლად იქნება აქ ან კიევში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხები დიპლომატიური გზით, რათა თავიდან ავიცილოთ ეს მომავალში“, - განაცხადა მან.
ნავთობის გადამტანი სადგური კროპოტკინსკაია კრასნოდარის მხარეში 17 თებერვალს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად "სერიოზულად დაზიანდა", რამაც შესაძლოა ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება 30%-ით შეამციროს. კონსორციუმის სპეციალისტების აზრით, სადგურის შეკეთებას დაახლოებით 2 თვე დასჭირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.