ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყაზახეთის სენატის თავმჯდომარე - „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

ყაზახეთის სენატის თავმჯდომარე - „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, - ამის შესახებ ყაზახეთის სენატის თავმჯდომარემ, მაულენ აშიმბაევმა განაცხადა.
„არც ერთი ქვეყანა, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი და არც ყაზახეთი, ინფორმაციის დამალვით დაინტერესებული არ არის. საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა მაულენ აშიმბაევმა.
შეგახსენებთ, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუში გუშინ ჩამოვარდა. ყაზახეთის ვიცე-პრემიერის ცნობით, კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 29 კი გადარჩა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.