ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გასაშიფრად ბრაზილიაში რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი სპეციალისტები ჩადიან

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გასაშიფრად ბრაზილიაში რუსი, ყაზახი და აზერბაიჯანელი სპეციალისტები ჩადიან

სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ბრაზილიაში ჩავლენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების გაშიფვრაში, - ინფორმაციას რუსული მედია ბრაზილიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად და ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დეპარტამენტის მოთხოვნის საპასუხოდ, საავიაციო შემთხვევების გამოძიებისა და მოხსენების ცენტრი მიიღებს მათ სამ წარმომადგენელს და ამ ქვეყნის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს - სამს აზერბაიჯანიდან და სამს რუსეთიდან“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, შავი ყუთები ბრაზილიაში სამშაბათს ჩავა.
„სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოპოვებული მონაცემები გადაეცემა ყაზახეთის საავიაციო შემთხვევების გამოძიების დირექტორატს, ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ამ კატასტროფის გამოძიებაზე“, - აცხადებენ ბრაზილიის საჰაერო ძალებში.
შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.