ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ორშაბათს, ალმათის დროით 09:12 საათზე. ამის შესახებ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სეისმოლოგიური დაკვირვებისა და კვლევის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი იტყობინება.
11.2 ენერგეტიკული კლასის მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეზე, ალმათის სამხრეთ-აღმოსავლეთით 194 კმ-ზე იყო. ეპიცენტრის კოორდინატები: ჩრდილოეთის განედის 42,73 გრადუსი, აღმოსავლეთ გრძედის 79,21 გრადუსი.
სეისმოლოგების ინფორმაციით, ბიძგები 12-ბალიანი MSK-64 სკალაზე ორ ბალიანი ინტენსივობით იგრძნობოდა სოფელ კეგენში (ყაზახეთის ალმათის ოლქი).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.