ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიწისძვრა, "კვარას" სატრანსფერო ბომბი, ქაოსი და იმედი ნეაპოლში

ნეაპოლში მიწისძვრა მოხდა და ქალაქის მოსახლეობის შიში გამოიწვია. ეპიცენტრი კამპი ფლეგრეის რაიონი იყო. ვეზუვის ობსერვატორიის ცნობით, 3.7 და 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. Spazionapoli კი წერს, რომ უფრო „ნაპოლის“ გულშემატკივრები „პარიზიენის“ ახალმა სატრანსფერო ბომბა-ინფორმაციამ შეაშფოთა, რომ შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს 80 მილიონ ევროდ მიჰყიდონ. Calciomercato-ს მტკიცებით, პარიზული კლუბისთვის ქართველი ვიქტორ ოსიმენზე მეტად პრიორიტეტულია.
თუმცა, calcionapoli24 იმედიანადაა, „კვარას“ დარჩენაში დარწმუნებულია, იტყობინება, რომ „ფეიენოორდის“ სლოვაკ მცველს დავიდ ჰანცკოს და „ჟირონას“ უკრაინელ თავდამსხმელ არტიომ დოვბიკს შეიძენენ და მომავალ სეზონში გუნდი 4-2-3-1 ტაქტიკით ახალი მწვრთნელის
სტეფანო პიოლის ხელმძღვანელობით ითამაშებს.
„გაძეტა დელო სპორტი“ „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობასაც კი ასახელებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჰანცკო, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, პოლიტანო, რასპადორი, კვარაცხელია, დოვბიკი.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.