ყაველაშვილი გეგმავს, ერევანში შეხვდეს ფაშინიანთან დაპირისპირებულ პატრიარქ გარეგინ II-ს

ერევანში პირველი ვიზიტის ფარგლებში, - როდესაც მიხეილ ყაველაშვილი პირველ კონტაქტებს ამყარებს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, - იგი ასევე ხვდება ფაშინიანთან და მის მთავრობასთან დაპირისპირებულ პატრიარქს, გარეგინ II-ს.
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, 28 აპრილს მეორე ოფიციალური ვიზიტი დაიწყო საზღვარგარეთ.
· პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც მან ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა: „არაერთხელ გავხდით გარე ძალების ჩარევის ობიექტები“;
· მეორე ვიზიტი ასევე მეზობელ ქვეყანაში, სომხეთის რესპუბლიკაში იმართება.
ერევანში, ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში ყაველაშვილის დელეგაციას სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.