ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ერევანში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი დაიწყო

ერევანში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი დაიწყო

ერევანში, ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში, ყაველაშვილის დელეგაციას სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდა.
როგორც ყაველაშვილი ფეისბუკზე წერს, ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს შემდეგ პირებთან:
· სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან;
· სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, - ერთ-ერთია იმ იშვიათ ლიდერთაგან, რომელმაც ყაველაშვილს გაპრეზიდენტება საჯაროდ მიულოცა;
· სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან.
გარეგინ მეორე, - ყოველთა სომეხთა 132-ე კათოლიკოსი, რომელიც 1999 წლიდან უდგას ეჩმიაძინში სომხურ სამოციქულო ეკლესიას სათავეში - ნიკოლ ფაშინიანის მთავრობასთან დაპირისპირებულია.
ერევანში მიხეილ ყაველაშვილის დელეგაციაში არიან:
· პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე;
· საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია;
· პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი;
· დეპუტატები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი;
· ასევე, ლუკა ეხვაია, ყაველაშვილის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.