არქივი22 ოქტომბერი, 2025, 22:11
ღარიბაშვილის ცოლის ძმა: უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია, დაველოდოთ

ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას.
"უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ . დრო ყველაფერს აჩვენებს…. ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს…", - წერს ის Facebook-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.