ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრე თამაზაშვილი - უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას - ირაკლი ღარიბაშვილს არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი

ალექსანდრე თამაზაშვილი - უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას - ირაკლი ღარიბაშვილს არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი

უკანონო შემოსავლები და კორუფცია სხვადასხვა ცნებებია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და დასკვნები შემდეგ გამოვიტანოთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, “ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი.
„დრო ყველაფერს აჩვენებს….
ერთში კი სრულიად დარწმუნებული ვარ: ირაკლის არასოდეს გადაუდგია საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არც მომავალში გადადგამს, თუნდაც ეს საკუთარი თავის დაზიანებად დაუჯდეს…“, - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.