არქივი4 მაისი, 2025, 10:52
ღამით რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს – დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც

რუსულმა დრონებმა გასულ ღამეს კიევს შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, თავდასხმას დედაქალაქის სამ რაიონში: ობოლონსკში, სვიატოშინსკიში და შევჩენკოვოში, ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. დაშავებულია სულ 11 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვია.
თავდასხმის სამიზნე გახდა საცხოვრებელი უბნები და მრავალსართულიანი კორპუსები, დაიწვა მანქანები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.