არქივი12 იანვარი, 2025, 16:23
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები 90%-ით დასრულებულია - მედია

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც დოჰაში, ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარეობს 90%-ით დასრულებულია. ცნობას ისრაელის მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობითვე, ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზიდან, შემდეგ ფაზებზე გადასვლის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ჯერ კიდევ არსებობს.
ცნობილია, რომ დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, მეორე ფაზის შესრულების ვალდებულების აღებას სთხოვს, რომელიც ცეცხლის არგანახლების შეთანხმებას ითვალისწინებს.
წყარო: იმემდინიუსი
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.