ღაზის სექტორი ეპიკური ჰუმანიტარული კატასტროფის შუაგულია – ანტონიო გუტერეში

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ღაზის სექტორი “ეპიკური ჰუმანიტარული კატასტროფის” შუაგულია.
გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები ზავის გასახანგრძლივებლად, მაგრამ გაერო-ს სჯერა ნამდვილი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის.
“ღაზაში ადამიანური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს. წყალი და ელექტროენერგია სრულად უნდა აღდგეს. სასურსათო სისტემა ჩამოიშალა და რისხვა ვრცელდება, განსაკუთრებით ჩრდილოეთში,”-განაცხადა გუტერეშმა.
მისი თქმით, ბავშვები, ორსული ქალები, ხანდაზმულები და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ხოლო ღაზის მოსახლეობის 80% იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი