არქივი1 დეკემბერი, 2023, 11:22
ანტონიო გუტერეში - ღრმა სინანულს განვიცდი ღაზას სექტორში ბრძოლების განახლების გამო
ღრმა სინანულს განვიცდი ღაზას სექტორში ბრძოლების განახლების გამო, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
“ღრმა სინანულს განვიცდი იმის გამო, რომ ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციები კვლავ დაიწყო. ჯერ კიდევ ვიმედოვნებ, რომ შესაძლებელი იქნება დამყარებული პაუზის განახლება. საომარი მდგომარეობისადმი დაბრუნება მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნამდვილი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა,“ - წერს გუტერეში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.