ღაზაში, 7 ოქტომბრის შემდეგ, გაერო-ს 130 თანამშრომელი დაიღუპა

გაერო-ს დახმარების სააგენტო ადასტურებს, რომ ღაზაში მათი კიდევ 19 თანამშრომელი დაიღუპა. „7 ოქტომბრის შემდეგ, საერთო ჯამში, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 130 თანამშრომელი დაიღუპა“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში, მათ შორის ხან იუნისა და რაფაჰის ტერიტორიებზე, მდებარე მათ 99 ობიექტს თავს დაახლოებით ერთი მილიონი იძულებით გადაადგილებული ადამიანი აფარებს. ორგანიზაციის ცნობით, კვირას განხორციელებული დარტყმების შედეგად ღაზაში, დეირ ალ ბალაჰსა და ხან იუნისში მათი ორი სკოლა დაზიანდა და ოთხი იძულებით გადაადგილებული პირი დაიღუპა.
„არ არსებობს უსაფრთხო ადგილი ღაზაში, იქნება ეს სამხრეთ თუ სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რაფაჰში თუ სადმე სხვაგან, რომელსაც “უსაფრთხო ზონას” ცალმხრივად უწოდებ, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ