„ჰამასის“ მმართველობის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, ღაზაში 109 ადამიანი დაიღუპა

„ჰამასის“ მმართველობის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, ღაზაში 109 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ასეულობით ადამიანი დაშავდა.
BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის შემდეგ 14 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6000 ბავშვი.
ამასთან, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, დღეს დილით საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, მათ 200 საჰაერო იერიში მიიტანეს სხვადასხვა ობიექტზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ