ღაზაში კიდევ 8 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება. სახმელეთო ოპერაციის არეალის გაფართოების შემდეგ, ისრაელმა ანკლავის ახალი ნაწილებიდან ევაკუაცია გამოაცხადა. ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ისრაელის კიდევ რვა ჯარისკაცი ემსხვერპლა.
ისრაელის თავდაცვის ძალები დაღუპული ჯარისკაცების სახელებს აქვეყნებს, რომელთაგან ოთხი შტაბის სერჟანტია, ორი -უფროსი სერჟანტი, ორი კი – პირველი კლასის სერჟანტი. მათივე ცნობით, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან, საერთო ჯამში, 152 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!