არქივი24 დეკემბერი, 2023, 12:09
ღაზაში კიდევ რვა ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა
ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ისრაელის კიდევ რვა ჯარისკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალები დაღუპული ჯარისკაცების სახელებს აქვეყნებს. ოთხი მათგანი შტაბის სერჟანტია, ორი -უფროსი სერჟანტი, ორი კი - პირველი კლასის სერჟანტი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან, საერთო ჯამში, 152 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.